„გაზაფხული შემოსულა ლენ“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა წარმტაცი ღონისძიება 
07-05-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა, როგორც ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.

ახლახან, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მე-2ა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება - „გაზაფხული შემოსულა ლენ“ (კლასის ხელმძღვანელი - ეკატერინე კოპალიანი).

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ. გამოსვლები მიუძღვნეს გაზაფხულის შემობრძანებას და წელიწადის ამ ულამაზეს დროს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. ღონისძიება გაჟღენთილი იყო ქართული პოეზიით, ქართული ჰანგებითა და ქართული ეროვნული ქორეოგრაფიით.

ღონისძიების დეკორატიულ გაფორმებაზე იზრუნა მასწავლებელმა მარინა ჩხაიძემ, ხოლო მუსიკალური და ქორეოგრაფიული კუთხით ღონისძიება გაამრავალფეროვნეს - თინა ღლონტმა და ზურა წულაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203