ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხელით შექმნილი სააღდგომო დეკორაციები და სხვა საინტერესო აქტივობები
07-05-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ტრადიციაზე ინფორმაციას აწვდიან. 

ამჯერად, მათ მასწავლებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, შემდეგ კი, სიმბოლურად, კვერცხებიც შეღებეს.

ბავშვები ყველა აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესოდ ისაუბრეს და შეღებილი კვერცხები მათივე ხელით დათესილ მწვანე ჯეჯილში მოათავსეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და დღესასწაულის არსის უკეთ გაგებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203