არბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
07-05-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. პედაგოგები მოზარდების ესთეტიკურ აღზრდას, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

2 მაისს, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატები გამოფინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ნამუშევრებს შორის ჭარბობდა სააღდგომო თემატიკა. 

ღონისძიების ბოლოს შემოქმედი მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი ნინო გვიმრაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ესთეტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203