კუჭატნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს
07-05-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის ეკოკლუბის წევრები ყვარელში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ეკოკლუბელებმა ბენეფიციარებს, სკოლის სახელით, სააღდგომო ტკბილეული გადასცეს და განწყობის შესაქმნელად რამდენიმე სიმღერაც შეუსრულეს, რამაც მოხუცებში დადებითი ემოციები და აღფრთოვანება გამოიწვია. 

„მათ სახეზე სიხარულის, ბედნიერებისა და მადლიერების ცრემლი ერთად გამოკრთოდა. ბავშვები მათი გულთბილი და ამაღელვებელი დახვედრით, ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან. მიიღეს მოპატიჟება მოხუცებისგან და აღუთქვეს, რომ კვლავ ეწვევიან და სიხარულით მოინახულებენ. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილს მხარდაჭერისთვის, ასევე ქალბატონ თამარს გულთბილი დახვედრისთვის და მოხუცებზე ზრუნვისთვის. ჩვენც დავბერდებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203