„სტიქიური მოვლენები მაღალმთიან სვანეთში“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია
07-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

ახლახან, სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის -  ლიუბოვ დემინოვას ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „სტიქიური მოვლენები მაღალმთიან სვანეთში“. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს და წარმოადგინეს თუ რა სტიქიურ მოვლენებთან უხდება გამკლავება სვანეთის მოსახლეობას. ასევე, აღნიშნეს თუ ვის უნდა მიმართონ სტიქიური უბედურების შემთხვევაში და როგორ უნდა მოიქცნენ  განგაშის დროს. მოსწავლეებმა აგრეთვე გაიხსენეს შოვში ჩამოწოლილი მეწყერი.

„პრეზენტაცია იყო საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის და ძალიან საინტერესო გამოვიდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203