სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა
დირექტორის მიმართვა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა
სკოლა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე თაობები. სასწავლო გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მორგებული თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე.  სკოლამ უნდა უზრუნველყოს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა. სკოლის პრიორიტეტი კი უნდა იყოს კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ზნეობრივი და ჯანსაღი... მეტის ნახვა
ტატიანა კარევა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა
სასკოლო საზოგადოება
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა რუსულენოვანია. სკოლაში ერთად სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები. ამჟამად სკოლაში სწავლობს 58 მოსწავლე, მათ აღზრდა განათლებაზე ზრუნავს 23 პედაგოგი, მათგან 10 უფროსი და ერთი წამყვანი მასწავლებელია. სკოლაში ფუნქციონირებს: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, სკოლას ჰყავს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ... მეტის ნახვა
მოსწავლეთა გვერდი
სკოლა 1903 წელს გაიხსნა ეთნიკური რუსი დუხობორებისათვის, რადგან სოფლის მთლიან მოსახლეობას შეადგენდნენ ეთნიკური რუსები. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ეთნიკური რუსი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საცხოვრებლად დაუბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოს, სკოლის კონტინგენტი კი შეივსო სომეხი და ქართველი ეროვნების მოსწავლეებით. ამჟამად სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი, სკოლაში სწავლობენ ეთნიკური რუსები, სომხები და ქართველები. მეტის ნახვა
სკოლის ისტორია
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა გაიხსნა 1903 წელს, ეთნიკური რუსი მოსახლეობის დუხობორებისთვის.  მას ეწოდებოდა სახალხო სასწავლებელი და პირველი მასწავლებელი იყო ანნა გოვოლაჩოვა. სკოლა პირველად იყო ოთხწლედი, 1921 წლიდან სკოლა გახდა შვიდწლედი,  ხოლო 1939 წლიდან სკოლა არის საშუალო.2018 წელს სკოლას მიენიჭა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“... მეტის ნახვა
სკოლის შესახებ
სკოლაში ამჟამად სწავლობს 58 მოსწავლე. სკოლაში სუფევს თბილი და მეგობრული ატმოსფერო. ეწყობა სხვადსხვა სპორტული და მხატვრული ღონისძიება, ეწყობა ნახატების და ხელნაკეთი ნივთების თემატური გამოფენები, ლიტერატურული საღამოები და ვიქტორინები. მოსწავლეთა წახალისება ხდება სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ამავე დროს, მოსწავლეთა ცნობიერების ამღლების მიზნით ეწყობა ლშქრობები და ექსკურსიები საქართველოს სხვადსხვა კუთხეებში.... მეტის ნახვა
სკოლის მიღწევები
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული როგორც განათლების სამინისტროს, აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში. აქტიურ მონაწილეობას იღებენ  სპორტულ ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში. მონაწილეობენ  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში - ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენა და სხვა.იხილეთ... მეტის ნახვა
სასკოლო ღონისძიებები

სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში ჩართულობით, სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს განივითარონ მრავალმხრივი ინტერესები და უნარები. სკოლა აქტიურადაა ჩართული თემატური ღონისძიებებისა თუ გამოფენების მოწყობაში. მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე ეთმობა არაფორმალური განათლების მიმართულებასაც. 

ჩვენი სოფელი

სოფელი გორელოვკა დაარსდა დაახლოებით 1842 წელს, როდესაც მოხდა დუხობორების ჩამოსახლება საქართველოში კერძოდ,  ჯავახეთში. ჩვენს სოფელში დღემდე არის შემორჩენილი მიწური სახლები და დუხობორების სალოცავი „ობოლთა სახლი“, რომელსაც მინიჭებული აქვს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი. ამჟამად სოფელში ცხოვრობს სომეხი, ქართველი და რუსი ეროვნების მოსახლეობა.

სკოლის სიახლეები
მეტის ნახვა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203