„შინაური და გარეული ცხოველები“- გორელოვკის N1 სკოლის პირველკლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
24-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ.

ამჯერად, პირველ კლასში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - კრისტინა ბიჩახჩიანმა ღია გაკვეთილი - „შინაური და გარეული ცხოველები“ ჩაატარა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ადამიანის ცხოვრებაში შინაური ცხოველების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პირველკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შინაარსიანი, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203