„ნობელის პრემია და ნობელიანტები“​ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი
25-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელმა - ლია მარგიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე - ნობელის პრემია და ნობელიანტები.

მასწავლებელმა გააცნო მოსწავლეებს ინფორმაცია ნობელის, მისი პრემიისა და ნობელიანტების შესახებ დაბალანსებული, ნაწილებად დაყოფილი რუბრიკების სახით, რამაც საშუალება მისცა მოსწავლეებს დამოუკიდებლად ემუშავათ ტექსტის თითოეულ ნაწილზე და გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება.

აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

გაკვეთილი შემეცნებითი და საინტერესო იყო.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203