საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთნენ
02-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურიურად ერთვებიან და თავიანთ ინტელექტს წარმოაჩენენ. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოსწავლეები, სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრზე იასპარეზებენ. 

სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულნი საგანმანათლებლო აქტივობებში. 

იხილეღ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203