ღოუბნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
02-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. 

ამჯერად, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლის ხუთმა გუნდმა.

მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს.

გამარჯვებულად გამოვლინდა გუნდები: „მერცხლები“ და  „მგლები“, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას სკოლებს შორის გამართულ ჩემპიონატში.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203