არბოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
02-05-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა. 

სასწავლო პროცესი კი შესაბამისი აქტივობებითაა გაჯერებული. ამჯერადაც, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა. მის ფარგლებში, ერთმანეთს მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ. 

ისინი აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203