გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეთა ღია გაკვეთილი დედამიწის დღეს მიეძღვნა
29-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება. მათ შორის იყო ბუნებისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართული სხვადასხვა ღონისძიება და ღია გაკვეთილი.

ამჯერად, მესამე კლასის დამრიგებელმა - გალინა კალმიკოვამ ღია გაკვეთილი თემაზე: „ძუძუმწოვრები“ ჩაატარა.

მოსწავლეები ხალისით  საუბრობდნენ იმ ძუძუმწოვარ ცხოველებზე რომლებიც მათ ჰყავდათ. ისინი აგრეთვე დიდი ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას წყალში და ხმელეთზე ბინადარ ძუძუმწოვრებზე.

გაკვეთილის შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა პოსტერებზე გადაანაწილეს წყლისა და ხმელეთის ძუძუმწოვრები. გაკვეთილი მეტად სახალისო და საინტერესო გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203