სააღდგომო ფუსფუსი და მოსწავლეთა ხელით დამზადებული დეკორაციები - ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხელოვნების საინტერესო გაკვეთილი
07-05-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა. 

მოსწავლეებს პედაგოგმა მანანა ბარამიძემ ინფორმაცია დიდი ხუთშაბათისა და ზოგადად, აღდგომის შესახებ მიაწოდა. მათ ხელოვნების გაკვეთილზე ქრისტესა და მის მოძღვრებაზეც ისაუბრეს. 

ბავშვებმა სააღდგომო კვერცხების ნიმუშები გააფერადეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

„დიდი ხუთშაბათი დღეა, როცა მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან საიდუმლო სერობა გამართა. ამ დღეს უფალმა აზიარა ისინი თავის სისხლსა და ხორცს, ამ დღის მადლით დაწესდა ზიარება, რათა შევძლოთ სულის გადარჩენა. მისი მადლით უფალმა მოგვცა საშუალება ვისწავლოთ სინანული, სიყვარული, მიტევება, რათა შევძლოთ ზიარების მადლის მიღება.
მივყვეთ ქრისტეს მოძღვრებას!
ჩემმა მოსწავლეებმა იციან აღდგომა სიცოცხლეს ნიშნავს, მარადიულობაში ყოფნას.
ჩემო ძვირფასებო მე-2, მე-4 კლასი და მე დიდი სიყვარულით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტესმიერი სიყვარული გქონოდეთ, გეხაროთ ქრისტეში“,- წერს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203