ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობა წახალისებულია, რაც აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 

ახლახან, ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „მწიგნობარის“ ორგანიზებულ ოლიმპიადაში და სასურველი შედეგიც დადეს. მოწაფეები წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან. 

„მადლობას ვუხდით ქართული ენის მასწავლებელს - მაყვალა ამაღლობელს, რუსული ენის მასწავლებელს - გუგული დავითაძეს და დაწყებითი კლასების პედაგოგს ნატო გოგრაჭაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203