მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ - ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ხელმძღვანელობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება  
26-04-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგთა პროფესიული ზრდა-განვითარება დაფასებულია. 
ხელმძღვანელები ზრუნავენ პედაგოგთა წახალისებასა და მოტივაციაზე. ამის ნათელი მაგალითია, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ. 

ხელმძღვანელობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკვე პირველი მაისიდან ამოქმედდება და გიმნაზიაში დასაქმებულ ყველა სტატუსიან პედაგოგს შეეხება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამჟამად გიმნაზიაში 17 უფროსი და ორი წამყვანი მასწავლებელია. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მეუფე მელქისედეკს მადლობას უხდის ამ გადაწყვეტილებისთვის, მასწავლებლებს ახარებთ, რომ მათი შრომა დაფასებულია და სკოლის ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რათა სრულყოფილი სასაწავლო გარემო შეიქმნას არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203