თბილისის N219 საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო
26-04-2024

თბილისის N219 საჯარო სკოლაში, არა მარტო მოსწავლეთა, არამედ მასწავლებლების განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ, ამის ნათელი მაგალითია სკოლაში გამართული სპორტული შეჯიბრებები, რომლებშიც პედაგოგები ხალისით ჩაერთნენ, ეს დღე მათთვის ბავშვობაში მოგზაურობას ჰგავდა. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მასწავლებელი განათლების სისტემაში არის პიროვნება, რომელიც სწავლის პროცესში დიდად ეხმარება და კეთილად ურჩევს მოსწავლეებს, არის კომუნიკაბელური, ხშირად მიმართავს იუმორს  სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ეს ყველაფერი მასწავლებელს დიდი ენერგიის და ძალისხმევის ფასად უჯდება - სწორედ ამ მიზნით, მასწავლებლებისთვის „მხიარული სტარტები“, გაიმართა. 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებმა: ი.არაბულმა და ნ.მარღიშვილმა გადაწყვიტეს სასკოლო სპორტული კვირეულის ერთი დღე დაეთმოთ მასწავლებლებისთვის, რამდენიმე საათით განეტვირთათ ისინი - სწორედ ამ მიზნით გაიმართა სპორტული აქტივობებით, სადაც მასწავლებლების ორი გუნდი:  „ორბი“ და „ირაო“, შეეჯიბრა ერთმანეთს. 

მასწავლებლებმა, სპორტულ ღონისძიებებში გამოიყენეს  მძლეოსნობის, ძალოსნობის, ბურთის მიზანში ტყორცნის, მოძრავი თამაშის ელემენტები. შეძლეს სისწრაფის, წონასწორობის დაცვის, ძალის და თვითკონტროლის დემონსტრირება.

აღსანიშნავია, რომ ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „ორბი“, რომლსაც გადაეცა სიმბოლური თასი და სიგელი.

სკოლაში აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, როგორც მოსწავლეებს  ისე მასწავლებლებს შორის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203