„ადამიანი, რომელმაც უხმოდ დაიპყრო მსოფლიო“ - კალის საჯარო სკოლაში ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რომ ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ, ისინი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს, ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 135-ე წლისთავი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.

„და ისევ ჩარლი, ადამიანი რომელმაც უხმოდ დაიპყრო მსოფლიო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საოცრად ხალისიანი ღონისძიება გამოვიდა. ყველაზე დიდი ემოციები კინოჩვენებამ გამოიწვია.

„შთამბეჭდავი იყო მოსწავლეების შესრულებული ჩარლის პორტრეტების გამოფენა. დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, განსაკუთრებით მართა ხარძიანს ტექნიკური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ორგანიზატორი მუსიკის პედაგოგი თეა მერლანი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, შემოქმედებითი უანრების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203