მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვაში წვლილი შეიტანეს
08-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით აქტივობებს დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან.

მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომელებიც სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს, მცენარეები მორწყეს, მათ ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„დედამიწას გაფრთხილება სჭირდებაო და ჩვენმა პატარა მერცხლებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203