ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები სააღდგომო კონკურსს მრავალფეროვანი ინგლსიურენოვანი აქტივობებით შეუერთდნენ
08-05-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მიზანდასახული, აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობენ. 

ამჯერად ისინი English Book Education-ის ორგანიზებულ სააღდგომო კონკურსში ჩაერთნენ. მის ფარგლებში, უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-10 კლასმა შექმნა ანიმაცია, რომელიც მოსწავლეებმა ინგლისურად გაახმოვანეს. მათ ინფორმაცია თემაზე - „აღდგომა საქართველოში, საბერძნეთში, უკრაინასა და ამერიკაში“ საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინეს. 

მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა. გარდა ამისა, მე-6, მე-7, მე-8, მე-8 კლასების მოსწავლეებმა თემატური კრეატიული პოსტერები შექმნეს. მათ ინგლისურის მასწავლებელი ია ბლაგიძე ხელმძღვანეობდა. 

აღსანიშნავია, რომ მე-7 და მე-8 კლასში წამახალისებელი აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყანაში სააღდგომო წეს-ჩვეულებებზე მოძიებული ინფორმაცია განიხილეს და ადგილზე პოსტერები შექმნეს. ისინი აქტივობაში მასწავლებელ ნანა პაპუნიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

„სკოლა ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტით English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ სააღდგომო კონკურსში მონაწილეობს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203