ლაჯანის საჯარო სკოლის თანამშრომლები ამაგდარ პედაგოგებს ესტუმრნენ და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს
08-05-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში პედაგოგთა შრომა დაფასებულია. სკოლის დირექტორ ნათია მახარობლიძეს კარგად აქვს გათავისებული მასწავლებლების ღვაწლი და თავდადება, რაც მოსწავლეების აღზრდა-განათლების საქმეში მიუძღვით. 

ამას ადასტურებს ისიც, რომ „სიკეთის დღეების“ ფარგლებში, სკოლა გამოწვევას შეუერთდა, რომელიც ორბელის საჯარო სკოლიდან მიიღეს. 

„სიკეთის დღეების“ ინიციატორია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე.

ლაჯანის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა და ტექნიკურმა პერსონალმა ამ პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტეს მოენახულებინათ სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში, საკუთარი მხრებით ზიდეს ჩვენი სკოლის ღირსება - ეს ქალბატონებია დინარა გიორგობიანი, იზოლდა ბურჯალიანი, თამარ ქვარიანი, ჟენია ლაზარიანი, ლეილა სადილიანი, ტექნიკური პერსონალი- ბატონი ჯემალი მახარობლიძე.

„ჩვენ მოვინახულეთ 4 მათგანი, ხოლო ლეილა სადილიანს და ჟენია ლაზარიანს მოვინახულებთ აღდგომის შემდეგ, რადგან ისინი არ არიან ადგილზე. ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენს მონატრებულ ადამიანებთან სტუმრობა. იზოლდა ბურჯალიანი იუბილარი იყო თავის ტყუპ დასთან ერთად, მათ მივულოცეთ და გავულამაზეთ დაბადების დღე. ყველა მათგანს ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უფლის წყალობას! გვახსოვდეს, ჩვენც დავბერდებით!“ ჩვენ კი „სიკეთის დღეების“ ფარგლებში ვიწვევთ ლაცორიის საჯარო სკოლას და ესთაფეტას გადავცემთ მათ“ , - აღნიშნავს დირექტორი ნათია მახარობლიძე.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც.

გახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული წლების წინ შენ გვერდით მოღვაწეობდნენ, გამოცდილებას გიზიარებდნენ, გესათუთებოდნენ, რათა შენთვის გაეადვილებინათ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია, რომ შემდგომში  „სიძნელე გზისა“ დაგვეძლია, სწორი მიმართულებით აგვეღო გეზი მოსწავლეთა აღზრდა-განვითარების საქმეში“, - დასძენს დირექტორი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203