ჩხუტელის საჯარო სკოლაში კითხვის კლუბი შეიქმნა
08-05-2024

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამის დასტურია სკოლაში შექმნილი კითხვის კლუბი, რომელიც I-VI კლასების მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული. 

კითხვის კლუბი, სკოლაში, საქართველოს უნივერსიტეტისა და საბაზისო განათლების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც სკოლის დირექტორი ირმა გუგავა გვიყვება, კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან ასაკის შესაბამის საბავშვო წიგნებს.

„წიგნიერების კლუბი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მოსწავლეებს გაუღვივდეთ კითხვისადმი ინტერესი, ტექსტებთან ურთიერთობით მიღებული სიამოვნება, წაკითხულზე რეფლექსიისა და მსჯელობის სურვილი“ , - აღნიშნავს დირექტორი ირმა გუგავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203