აფანტაზიის გავლენა სწავლების პროცესზე - რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა 
08-05-2024

აფანტაზია იშვიათ მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებს ვიზუალური გამოსახულების წარმოდგენის საშუალებას არ აძლევს, ზოგჯერ მას „გონებრივ სიბრმავედაც“ მოიხსენიებენ და ეს მდგომარეობა ჩვენთვის მეცხრამეტე საუკუნიდან არის ცნობილი - როგორია სწავლა აფანტაზიასთან ერთად? - მით უფრო მაშინ, რომ დღეს სკოლებში მოსწავლეთა ფანტაზიის უნარის განვითარებას განსკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

უცხოურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აფანტაზიის მქონე მოსწავლეები, არ შედიან განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რიცხვში, თუმცა მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ აფანტაზიის გავლენაზე სწავლების პროცესში. აფანტაზიის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება. უბრალოდ, ინფორმაცია მხოლოდ სურათების გარეშეა აღებული, ფაქტობრივად, ზოგიერთი მკვლევარი, როგორიცაა დემ გილ მორგანი ინგლისიდან, თვლის, რომ გონებრივი გამოსახულების ნაკლებობამ შეიძლება გააძლიეროს კიდეც დამახსოვრების უნარი, რადგან დამახსოვრება აუცილებელია ინფორმაციის გასახსენებლად. 

აფანტაზიის მქონე მოსწავლეებს შეიძლება კითხვის ნაკლები სურვილი ჰქონდეთ, მიზეზი ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ სიუჟეტის ვიზუალიზაცია ან პერსონაჟების წარმოსახვა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ამბის გაგებას, უბრალოდ მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ და საერთო ჯამში, კითხვისგან ვერ მიიღებენ იგივე სიამოვნებას, რასაც სხვები წარმოსახვის დახმარებით იღებენ. კიდევ ერთი სფერო, რომელიც გავლენას ახდენს აფანტაზია არის მართლწერა. ვისაც არ შეუძლია ვიზუალიზაცია, მთლიანად უნდა დაეყრდნოს დამახსოვრების უნარს, ის ვერ დაწერს თავისი წარმოსახვებითა და ფანტაზიებით, რასაც წერისას დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავლენას მოახდენს შემოქმედებით წერაზე და სხვა მხატვრულ შესაძლებლობებზე. 

ხშირად მოსწავლეები ვერ ამჩნევენ, რომ ფანტაზიის უნარი არ აქვთ, მათ შეიძლება არასოდეს დაუშვან, რომ ვინმეს გონებაში სურათების წარმოდგენა შეუძლია - მთავარი კითხვა ის არის, უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში? 

ამ კითხვაზე პასუხის პოვნა საკმაოდ რთულია, აფანტაზია, ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, თუმცა თუ უცხოელ ექსპერტებს დავუჯერებთ, ამაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსწავლეებთან, რადგან ფანტაზიის უნარის არ ქონამ ისინი არ უნდა დააბრკოლონ და მათაც, სხვა მოსწავლეებთან ერთად, თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ წარმატების მიღწევისთვის. ექსპერტების თქმით, მასწავლებლებმა მოსწავლეებს ამ უნარი არ ქონის ხარჯზე, სხვა უნარების გაუმჯობესებაში უნდა დაეხმარონ, მაშინ, როცა მოსწავლეები გაიზრდებიან და შეძლებენ თავიანთი გონებრივი ვიზუალიზაციის უუნარობის ამოცნობას, მასწავლებლებმა მათ მხარი უნდა დაუჭირონ, რათა ეს მათთვის დამრთგუნველი და ხელისშემშლელი ფაქტორი არ გახდეს. უცხოური გამოცდილებით Vividness of Visual Imagery Questionnaire (VVIQ) არის კარგი საშუალება აფანტაზიის დონის დასადგენად. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203