ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ 
08-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ისინი მათ საჭირო ინფორმაციას აწვდიან და სკოლაში, საინტერესო შეხვედრებს აწყობენ.

პროფორიენტაცია პროფესიის სწორედ არჩევაში დახმარებას გულისმობს, რომლის ძირითად ამოცანად მოიაზრება ადამიანის საკუთარი შესაძლებლობების, უნარების, ინტერესების და მიდრეკილების გამოვლენაში ხელშეწყობა. პროფორიენტაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახენ ინფორმაციის შეგროვება, გაცნობა და სისტემაში მოყვანაც არის.

ამ მიზნით სკოლას სტუმრობდა ქალაქ ამბროლაურში არსებული კოლეჯ „ერქვანის“ წარმომადგენლები: ლიანა კერვალიშვილი - ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი, ქეთევან რატიანი - სასწავლო პროცესის მენეჯერი, ეთერ ჭელიძე - „კარიერის დაგეგმვის მენეჯერი“ და ლელა ცხვედიანი - ბიბლიოთეკარი.

სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს კოლეჯში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.

სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი ამ შეხვედრისთვის სტუმრებს უღრმეს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203