ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პატარა გარემოსდამცველები და მათი თვალით დანახული სამყარო 
26-04-2024
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა კარგად ესმით, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე - გარემოსდაცვითი დღესასწაული, რომლის მიზანი, სწორედ გარემოს დაცვის მხარდაჭერაა. 

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პატარა მერცხლებმა - 1-ელი და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან სურმანიძის ხელმძღვანელობით, ხელოვნების გაკვეთილზე დედამიწის დღე განსხვავებული სიყვარულით აღნიშნეს. ბავშვებმა თავისებურად გამოხატეს დედამიწის სიყვარული და წარმოადგინეს ნახატები, სადაც იკითხებოდა მათი თვალით დანახული სამყარო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებს ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. 

„მადლობა ხელოვნების მასწავლებელს - ქალბატონ რუსუდან სურმანიძეს პატარებისთვის დედამიწისადმი სიყვარულის ჩანერგვისათვის, მადლობა სკოლის დირექტორს - ბატონ მიხეილ ხალვაშს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ზრუნვისა და ხელშეწყობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. დედამიწის დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება და მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და გამწვანების აქციები იგეგმება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203