ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნების პეზენტაცია და აუქციონი მოაწყვეს
26-04-2024
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, IX კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს მხატვრული წიგნების პეზენტაცია და აუქციონი. მათ გადაწყვეტილი აქვთ, აუქციონზე შეგროვილი თანხით შეიძინონ სკოლის ბიბლიოთეკითვის წიგნები.

აღსანიშნავია, რომ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მოფლიო დღედ 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს წიგნიერების გავრცელების მიზნით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203