ქართული ენის დღესასწაული ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში
26-04-2024
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

შესაბამისად, სკოლაში დიდი სიყვარულით აღინიშნა ქართული ენის დღე.

ამ დღეს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა ქართული ენის კათედრა, რომლის ხელმძღვანელი მანანა შაინიძე გახლავთ, წევრები კი - მანანა შაინიძე და ნაზი შარაშიძე.

ღონისძიება მოამზადეს მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა. ბრძნული გამონათქვამებით, სიმღერებითა და ლექსებით სათანადოდ შეამკეს ქართული ენა.

სკოლაში მოსწავლეთა შემართება და სწორი ფასეულობები ახარებთ და მადლობას უხდიან ყველას, ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.

„მადლობა სკოლის მოსწავლეებს, რომ უფრთხილდებიან და იცავენ ქართული ენის სიწმინდეს, მადლობა სკოლის დირექტორს, ბატონ მიხეილ ხალვაშს, ასევე სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, თობების აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის, მადლობა კლასის ხელმძღვანელებს ქალბატონ ნაზი შარაშიძესა და ირმა ბერიძეს სადამრიგებლო კლასების მოსწავლეებზე თავდაუზოგავი შრომისთვის, განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს: მანანა მუშამბაძესა და მანანა ცეცხლაძეს ამ დღის აღსანიშნავად გაწეული შრომისთვის. 14 აპრილი ჯიხანჯურის საჯარო სკოლის ისტორიაში ჩაიწერა ერთი ლამაზი დღის მოგონებად“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203