„გჩუქნი წიგნს მაჩუქე შენც“ - ჯვარის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინიციატივა
26-04-2024
„გჩუქნი წიგნს მაჩუქე შენც“ - ამ ლოზუნგით მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები წიგნის ჩუქების კამპანიას შეუერთდნენ და სკოლის ფოიეში წიგნების გაცვლის კუთხე მოაწყვეს. 

„აპრილი წიგნის ჩუქების დღეა! აპრილის თვის დასრულებამდე კი ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ღირებული და საინტერესო წიგნები შეარჩიოთ“- მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას და შესანიშნავი შესაძლებლობა შესთავაზეს - ამ ლამაზ კუთხეში, ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და აიღოს მისთვის სასურველი წიგნი, სანაცვლოდ კი საჩუქრად დატოვოს სხვა ახალი.

აღსანიშნავია, რომ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღნიშნული კამპანიაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203