ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდნენ 
08-05-2024

გარემოს რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ აქტიური მონაწილეობა მიიღო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

პედაგოგ დალი ქენქაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები არაერთ გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს და სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობასა და გამწვანებაში შეიტანეს წვლილი. მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203