ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ვაჟთა შორს, ფრენბურთში, შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა
08-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ფრენბურთში ვაჟთა შორს შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა. მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.  

I ადგილი მერვე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს;
II ადგილზე კი მეცხრე კლასის მოსწავლეები გავიდნენ.

სკოლაში მათ გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

ღონისძიება მასწავლებლის - ემზარ შერვაშიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203