„სიყვარული და სიძულვილი მუსიკასა და ლიტერატურაში“ - სატივის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო ინტეგრირებული პროექტი
08-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „სიყვარული და სიძულვილი მუსიკასა და ლიტერატურაში“ ორი საგნის ქართული ენა/ლიტერატურის და მუსიკის ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაცია გამართეს. 

პროექტს პედაგოგები - რუიზან მარაბდელი (ქართული ენა/ლიტერატურა) და შორენა მაღლაკელიძე (მუსიკა) ხელმძღვანელობდნენ. 

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკითხის ღრმა ცოდნა და ტექნიკური უნარები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს პლაკატი და ფლაერები.

აღნიშნულ გაკვეთილზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ფილადელფიიდან, ვიდეოზარით ჩაერთო ამავე კლასის მოსწავლე, რომელმაც წაიკითხა ლექსი და მიიღო მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203