შუბნის საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა
08-05-2024
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში კოლეჯ „ბლექსის“ მენეჯერ გიორგი ფუტკარაძეს უმასპინძლეს. მან მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამების გაცნობა. აგრეთვე, შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფად, შესაბამისი ხელსაყრელი პირობების შექმნა.

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა შეკითხვები დასვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„პროფესიული განათლება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ცვალებადი მიმართულებაა განათლების სისტემაში. დინამიკურობასა და ცვალებადობას განაპიროებებს შრომის ბაზრის ის ტენდენციები, რომლებიც სწრაფად იცვლება და ეკონომიკის საჭიროებებს ერგება. ახალგაზრდების წარმატების ფორმულა განათლებაშია. ამისთვის საჭიროა მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203