კურსების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-05-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

ახლახან, კურსების საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

სკოლაში გუნდები დაიყო სამ ასაკობრივ ჯგუფად:

  • პირველ ასაკობრივი კატეგორიაში ( III, IV და V კლასები) გაიმარჯვა IV და V კლასის გუნდებმა ( დამრიგებლები: ინგა კაკუშაძე და როზა გაბადაძე);
  • მეორე ასაკობრივი კატეგორიაში (VI, VII და VIII კლასები) დაწინაურდა VIII კლასის გუნდი (დამრიგებელი: თამარ აბესაძე);
  • ხოლო მესამე ასაკობრივი კატეგორიის (IX, X, XI კლასები) გამარჯვებულია XI კლასის გუნდი (დამრიგებელი:ნესტან ხეცურიანი). 

ჩემპიონატის მომდინარეობას სკოლაში თამარ აბესაძე ხელმძღვანელობდა. 

გამარჯვებულები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203