აჭარისწყლის საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები და ლიტერატურული კლუბის მორიგი საინტერესო შეხვედრა
08-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად სკოლაში აქტიურად მუშაობს ლიტერატურული კლუბი, რომლის წევრებიც საინტერესო აქტივობებში არიან ჩართულნი. 

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული კლუბის მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა განიხილეს ჯორდი სიერა ფაბრას ნაწარმოები - „კაფკა და მოგზაური თოჯინა” და წიგნის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები ერთანეთს გაუზიარეს. 

კლუბის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაგული შილაძე გახლავთ.

პრეზენტაცია კი ნინელი გაბრუშიძემ წარადგინა. წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203