მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
17-04-2024

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დოკუმენტის თანახმად, წესი ეხება საქართველოს სკოლაში დასაქმებულ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, რომელთაც ჯილდო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს  ლაურეატზე გადასაცემ 10 000 ლარს, ასევე სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობასაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას.

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია.

ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია ენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ეროვნული პრემია  ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში“, - აღნიშნულია პრემიერის დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203