სათხის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი 
30-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა 1915 წლის ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ემოციური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მცირე პიესა დადგეს. ბოლოს, მოსწავლეებმა პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, ეკლესიაში სანთლები აანთეს და მილიონ-ნახევარი დაღუპული ადამიანი გაიხსენეს.

ღონისძიების ორგანიზატორი სომხური ენის მასწავლებელი რიმა სანოსიანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203