ხევაშენის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
30-04-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.

მათ შორის იყო ინტელექტ-ჩემპიონატი „ტვინების ბრძოლა“, რომელიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

I ასაკობრივი კატეგორიაში გაიმარჯვა გუნდმა: „მარჯვეები“ (III-IV-V) , II ასაკობრივი კატეგორიაში (VI,VII,VIII) გუნდმა „ფენიქსი“, ხოლო III ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გუნდი „სპეკალი“ (IX-XII) გახლდათ.

სასკოლო საზოგადოება გუნდებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას და კვლავ გამარჯვებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203