პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 9:00 საათზე იწყება
20-05-2024
2024-2025 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე -registration.emis.ge

რომელ სკოლაში რამდენი ადგილია პირველკლასელთა მისაღებად - დეტალური ინფორმაცია


რეგისტრაცისი წარმატებით გასვლის შემდგომ თქვენ უნდა მიიღოთ უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. 

ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე - ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის დეტალური ინტრუქცია - რა ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ბავშვის სკოლაში დასარეგისტრირებლად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203