2024 წლის დმანისის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
29-04-2024
29 აპრილს, დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში 2024 წლის „დმანისის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს დმანისის მერიის წარმომადგენელმა სოფო ავალიანმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ნატო ოქრუაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა დიანა კარალოვამ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

 

 

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „დმანისის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ჯავახის საჯარო სკოლის გუნდმა 80 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VI კლასელი ლუკა ციხელაშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ მირიან ადუაშვილი VI კლასი, მარი ოქრიაშვილი VI კლასი, ელენე დევნოზაშვილი VII კლასი და კახა ციხელაშვილი VII კლასი. 

მეორე ადგილზე 75 ქულით გავიდა დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი მერაბ ავალიშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ქეთევან გოგაშვილი VII კლასი, ნია ტატუაშვილი VII კლასი, ბარბარე გავაკეთაშვილი VI კლასი და ელენე ურუმაშვილი VII კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ბოსლების საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 75 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი რატი აბრამიშვილი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: გიორგი ხუციშვილი VI კლასი, მარიამ პაპიაშვილი VI კლასი, ანა ყულიაშვილი VI კლასი და საბა იასაღაშვილი VI კლასი. 

აღსანიშნავია რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 75-75 ქულა დააგროვეს, თუმცა დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდს აღნიშნული შედეგისთვის უფრო მცირე დრო დასჭირდა (94 წამი), ვიდრე ბოსლების საჯარო სკოლას (174 წამი). 



ასევე იხილეთ:

დმანისში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203