„ადამიანი და ბუნება - გავუფრთხილდეთ წყალს“ - სამი საგნის ინტეგრირებული საინტერესო გაკვეთილი ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში
30-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წლის რესურსების სწორად მართვასა და დაცვას ასწავლიან.

ამას ადასტურებს სკოლაში ჩატარებული საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი.

3 საგნის: ქართული ენისა და ლიტერატური, ბუნებისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილის თემა „ადამიანი და ბუნება- გავუფრთხილდეთ წყალს“ „ვისი ხარ, წყაროვ, ვისი?“ გახლდათ. გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა და მას პედაგოგი ლალი მურადაშვილი ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის მიზანი გახლდათ წყლის როლის აღნიშვნა ადამიანის ცხოვრებაში და მისი გაფრთხილების აუცილებლობა.

შესწავლილი ლექსის მიხედვით, მოსწავლეებმა წყლის მოვლა-პატრონობასა და მის სწორად ხარჯვაზე ისაუბრეს.

საპრეზენტაციო მასალის და მცირე ვიდეორგოლების მიხედვით, ბავშვებმა ყოველდღიური ცხოვრებიდან მოიყვანეს მაგალითები, განიხილეს ისინი და საინტერესოდ იმსჯელეს.

პედაგოგის მეშვეობით, მოსწავლეებს პირადი პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა განუვითარდათ წყლის რესურსების მიმართ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203