„სკოლები ისტორიულ წარსულში და ახლა“ - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ფოტოკოლაჟი შექმნეს
30-04-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობამ, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ (შ.გუბელაძე,ელიზა ლიპარტელიანი) და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ნატო ბენდელიანი) კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა ისტორიული წყაროებიდან მოიძიეს ინფორმაცია წარსულში არსებული სკოლების კეთილმოწყობაზე, შექმნეს ფოტოკოლაჟი - „სკოლები ისტორიულ წარსულში და ახლა“.

ფოტოკოლაჟში წარმოჩინეს ის განსხვავება, რაც დროის ცვლილებამ გამოიწვია. მათ, ასევე გაიხსენეს აკაკი წერეთლის გიმნაზიაში გატარებული დღეები, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე აღზრდის წესი (აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადაავალი“). ბავშვებმა დაამუშავეს ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, სადაც კარგად ჩანს ჰოლდენ კოლფილდის დამოკიდებულება სკოლებზე.

მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟებზე, დაწერეს სტატია, რომელშიც საკუთარ მოსაზრებები არგუმენტებით გაამყარეს და ნამუშევრები წარუდგინეს აუდიტორიას.

სკოლაში, პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს - ლია ჩიხლაძეს.

აქტივობები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203