პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში ჩოგბურთის შიდასასკოლო ფესტივალის I ტური გაიმართა
30-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ხორციელდება. ამჯერად კი, ჩოგბურთში, შიდასასკოლო ფესტივალის I ტური გაიმართა. მასში მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 

I ადგილი გარიკ კრმადჟიანმა დაიკავა, II ადგილი არკადი ტონერიანმა დაიმსახურა, ხოლო III ადგილზე ლიზა კრმადჯიანი გავიდა.

აქტივობას სპორტის მასწავლებელი - გარიკ კირაკოსიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203