2024 წლის შუახევის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
26-04-2024
26 აპრილს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. 

ხიჭაურის საჯარო სკოლაში შეკრებილ სკოლების გუნდებს შორის დღეს 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებისთვის ერთმანეთს შუახევის 9 სკოლის 45 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 



კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ფრიდონ დავითაძემ და შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენელმა ნადიმი თავდგირიძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა უჩამბის საჯარო სკოლის გუნდმა 77 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ლუკა ბერიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ალეკო ბერიძე VII კლასი, საბა დავითაძე VII კლასი, ენრიკე ბეჟანიძე VII კლასი და ნატალი გუჯაბიძე VI კლასი. 

მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის გუნდმა 74 ქულით VII კლასელი აჩი მოსიძის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: იოანე შანიძე VII კლასი, თომა ძნელაძე VII კლასი, ნატალია თურმანიზე VI კლასი და ქეთევან გოგრაჭაზე VI კლასი. 

მესამე ადგილზე 70 ქულით გავიდა დაბაძველის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი სესილი ზურაბაშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი დიასამიძე VII კლასი, დავით ზოიძე VI კლასი, რაულ დიასამიძე VI კლასი და ტარიელ ზოიძე VII კლასი. 



აღსანიშნავია, რომ მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულმა ბუთურაულის და ფურტიოს საჯარო სკოლების გუნდებმა, მესამეადგილოსანი დაბაძველის საჯარო სკოლის გუნდის მსგავსად 70-70 ქულა დააგროვეს, თუმცა დაბაძველის საჯარო სკოლის გუნდმა აღნიშნული შედეგი ყველაზე მცირე დროში - 140 წამში მოიპოვა. 



ასევე იხილეთ:

შუახევში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203