ივანდიდის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
07-05-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოა შექმნილი.

ივანდიდის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - „სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული განვითარებაზე დაფუძნებული უნარები - SEEDS-საქართველოსა და უკრაინაში“, რომლის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარება, რათა სისტემურად მოხდეს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართვისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში, სახელმწიფო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრირებული რეაგირების ჩარჩოში, მწვანე და გაციფრულებული დღის წესრიგის შესაბამისად.

პროექტის პარტნიორებია: ლტოლვილთა დანიის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტალინის უნივერსიტეტი, მარიუპოლის ახალგაზრდული კავშირი. კარიერულ მეგზურად პროექტში ჩართულნი არიან ივანდიდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო ბენდელიანი და ხელოვნების მასწავლებელი ია ტერელაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203