მარაბდის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ
07-05-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს. პარალელურად კი, მოისმინეს საინტერესო ლექცია საქართველოს ქვის ხანისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანდროპოლოგიური არტეფაქტების შესახებ. მათ ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.

სკოლაში  ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203