დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს უმასპინძლეს
07-05-2024
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს და როგორც მათი საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, ისე მოზარდების კულტურულ განვითარებაზე ზრუნავს.

2 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.მსახიობებმა პატარებს წარუდგინეს საინტერესო სპექტაკლი - ქართული ხალხური ზღაპრის - „ნაცარქექიას“ განსხვავებული ვარიანტი, რომელმაც მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.

დანდალოს N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა აგრეთვე მოსწავლეებს სოფელ დანდალოს და ხარაულის საჯარო სკოლებიდან, რომლებიც დიდად ნასიამოვნები დარჩნენ თეატრალური სანახაობით.სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა „ფერიებთან“ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.სკოლის დირექცია მადლობას უხდის თეატრალურ დასს მოსწავლეთა გახალისებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203