წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის ლექტორს უმასპინძლეს
07-05-2024
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. 

18 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ორგანიზებით ტრადიციული სტუდენტთა და მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია - „ბრიტანული, ამერიკული და ქართული ყოფითი თავისებურებანი“ უნდა გაიმართოს. 

სკოლის შიდაკონკურსის საფუძველზე, გამოვლინდა სამი მოსწავლე - ლილე ჩხაბერიძე, ლიზი დემჩენკო და მარიამ სილაგაძე, კონფერენციაში ჩაერთვებიან. მათი კოორდინატორი ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო გიორხელიძეა. ღონისძიების თემატიკაა: British, American and Georgian culture and life.

კონფერენციისთვის მომზადების მიზნით, სკოლას აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი პოლ ტიუკი ეწვია.
შეხვედრა გულთბილ, ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი - „როგორ წარვადგინოთ ეფექტური პრეზენტაცია“ და ამომწურავი პასუხები მიიღეს პრეზენტაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მიზანია ახალგაზრდების სტიმულირება, მათში კრიტიკული აზროვნების განვითარება, პრეზენტაბელურობის და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარების ჩამოყალიბება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203