ხონის N2 საჯარო სკოლის STEM კლუბ „ევრიკას“ წევრები საკონკურსო გამოფენაში მონაწილეობდნენ
07-05-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში STEM კლუბი „ევრიკა“ წარმატებით მუშაობს. კლუბს თამარ ჩხენკელი და 
ციალა ჩარგეიშვილი ხელმძღვანელობენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო საკლუბო სამუშაოს სთავაზობენ.  

ამჯერად, კლუბის წევრები თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და STEM ინოვატორთა ასოციაციის ორგანიზებულ საგანმანათლებლო STEM პროექტების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ საკონკურსო გამოფენაში მონაწილეობდნენ.

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი და დაპროგრამებული “ქანქარიანი საათი, რომელშიც თუთიყუში ცხოვრობს“. მან დამთვალიერებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

„კლუბმა პირველი ნაბიჯები გადადგა... სახუმრო საქმე როდია 60 სკოლაში გამოირჩე და შენი სიტყვა თქვა... ჩვენი ჭკვიანები...  თავისთვის ფუსფუსებენ და წარმატებისკენ ისწრაფვიან... მადლობა ქალბატონებს - თამარ ჩხენკელსა და ციალა ჩარგეიშვილს! მადლობა მშობლებს თანადგომისა და ნდობისათვის!“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე.

სკოლა მადლობას უხდის STEM ინოვატორთა ასოციაციას.

„განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით სონღულაშვილს, ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს გულთბილი მასპინძლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203