დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ
07-05-2024

„ექსკურსია ძალიან საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა, რომელიც გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად, ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის“,- გვეუბნებიან დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, სადაც ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ. 

30 აპრილს, მე-6 კლასის მოსწავლეთა ექსკურსიაც ამ მიზანს ემსახურებოდა. მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად, დაათვალიერეს დედაქალაქის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები და ერთმანეთთან დააკავშირეს სკოლაში (ქართული ენა/ლიტერატურის და ჩვენი საქართველოს საგნებში) და სკოლის გარეთ მიღებული ცოდნა.

„ასეთი ექსკურსიები ხელს უწყობს როგორც ცოდნის გამდიდრებას, ასევე, მშობელთა ჩართულობასა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა ზატუაშვილი და გასვლითი ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

პედაგოგის თქმით, ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და მადლობას უხდის ყველას ვისაც ექსკურსიის წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.

„მადლობას ვუხდით საგანმანათლებლო ტურისტულ ორგანიზაციას Linklearn და ამ ტურის პროფესიონალ გიდს ქალბატონ ნინო ბერიძეს ამ, მართლაც, ეროვნული საქმისათვის. დასაფასებელია თქვენი შრომა! მადლობა მოსწავლეთა მშობლებსა და სკოლის დირექციას გვერდში დგომისთვის! ამ დღეს ყველა ბედნიერი ვიყავით...“,- დასძენს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203