გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ლექციას დაესწრნენ
30-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა და დირექციის მხარდაჭერით, ბავშვები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგ ნინო ცხაკაიას ხელმძღვანელობით შემეცნებითი ლექციას თემაზე - „დედამიწის დღე“ დაესწრნენ.

ლექცია საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში, აწსუ-ში გაიმართა.

ლექციაზე განიხილეს შემდეგი თემები:

  • დედამიწა, როგორც მზის სისტემის ნაწილი;
  • დედამიწა, როგორც მრავალათასწლეულოვანი ციური სხეული- გზა დაბადებიდან დღევანდელობამდე;
  • განვითარების ერები;
  • ადამიანის გზა ჰომო საპიენსობამდე;
  • მრავალფეროვანი მოსახლეობა- ამერიკიდან აფრიკამდე;
  • სუპერ კონტინენტიდან 7 კონტინენტამდე- დედამიწის ხმელეთისა და ოკეანის მრავალსახოვნება;
  • ცხოვრება დედამიწაზე- თანამედროვეობის მთავარი გამოწვევები- გადაარჩინე შენი პლანეტა, იზრუნე დედამიწაზე!

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყოჩაღმა ბავშვებმა აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და ასევე ყურადღებით ისმენდნენ ახალ ინფორმაციას.  მათ ისაუბრეს, თუ როგორ აპირებდნენ დედამიწისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

რამდენიმე მათგანმა აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციაც კი წარადგინა.

„წარმატებებს ვუსურვებთ არაჩვეულებრივ მასწავლებელს და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203