ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
16-04-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოწაფეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა „კინგსის“ ოლიმპიადაში იასპარეზეს წარმატებით. ლიზი როინიშვილს, გიორგი ფხაკაძეს, საბა გედენიძეს, ლუკა ლოსაბერიძეს, მარიამ კვირიკაშვილს, ედიშერ გაგიშვილს, ნანა გედენიძეს, ლუკა ფხაკაძეს, ბარბარე ფურცელაძეს, თინათინ ამბროლაძეს, ნინი დარახველიძეს, რომა ცირეკიძეს, ვახტანგ ენდელაძეს, ანასტასია ცაავას, ანდრია ქიმუცაძეს, ბარბარე ცქიფურიშვილს, გიორგი ბოცვაძესა და გიორგი სადილიანს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დიპლომები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203